15:30 | 2021-10-17 ავტორი: Prime Time

სრული ნიჰილიზმი შეზღუდვების აღსრულების მიმართ – ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდსიტუაციაზე

სრული ნიჰილიზმი შეზღუდვების აღსრულების მიმართ – ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდსიტუაციაზე

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის მიმართ სახელმწიფო სრულ ნიჰილიზმს ავლენს, რასაც არასახარბიელო მდგომარეობამდე მივყავართ.

 

მისი თქმით, მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს.

 

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ახლა არის ძალიან რთული და ამაზე ყველანი ვთანხმდებით. არსებული შეზღუდვების რეგულაციების აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ერთი მხრივ მოქალაქეები არ ასრულებენ, მეორე მხრივ კი სახელმწიფო აღსრულების მიმართ სრულ ნიჰილიზმს ავლენს, რაც პრაქტიკულად მიგვიყვანა იმ ზომამდე, სადამდეც მივედით.

 

რას მოგვიტანს ჩვენ, მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის მიღწევა. ეს ნიშნავს რომ, შემდგომი თვეების განმავლობაში ჩვენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით 10 000-მდე ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X