fbpx
18:37 | 2020-09-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება , საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მოუწოდა საზოგადოებას, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი შეიკავონ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან.

 

ოზურგეთის ორ სოფელში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო
2020-09-14ოზურგეთის ორ სოფელში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

„დღეს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა  რაოდენობა და ჩვენ გმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ – მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან.

 

გვესმის, რომ გასული დღეების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სოციალური ღონისძიებების – ქორწილების, ქელეხების და სხვა სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვასთან დაკავშრებით გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დღესაც გვაქვს ისეთი კლასტერები, რომლებიც ქორწილებს უკავშირდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია ხვალიდან შედის ძალაში.

 

„ხვალიდან, 15 სექტემბრიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში. შეზღუდვებთან დაკავშრებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ მთავრობის მიდგომა – თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს, როდესაც შემოგვაქვს ესა თუ ის შეზღუდვა, ამას ვახორციელებთ წერტილოვნად, ლოკალურად. შეზღუდვების დაწესების ლოგიკა წინა პერიოდისგან ცოტა უფრო განსხვავებულია. ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება უფრო მეტად“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X