17:58 | 2020-04-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

სრული კარანტინის გამოცხადებას არ გამოვრიცხავთ – გიორგი გახარია

სრული კარანტინის გამოცხადებას არ გამოვრიცხავთ – გიორგი გახარია

სრული კარანტინის გამოცხადებას არ გამოვრიცხავთ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები.

 

„იმედი გვაქვს, მოვახერხებთ, რომ ამ დონემდე არ მივიდეთ. იმდენად მცირეა მონაცემები და იმდენად მცირეა ფუნდამენტური კვლევები ამ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

 

ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოწვევებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს სრული კარანტინის გამოცხადება, თუმცა ამას არ გამოვრიცხავთ.

 

ყველფერი არის დამოკიდებული ორ რამეზე:

 

პირველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა რამდენი ადამიანის მომსახურებას შეძლებს და მეორე, რა სისწრაფით გავრცელდება ვირუსი.“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 15 აპრილიდან ოთხ დიდი ქალაქი ჩაიკეტება. ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება.

 

აკრძალვა ეხება შემდეგ ქალაქებს: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი.

 

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება
2020-04-14საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება
ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები