15:42 | 2021-08-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულებში გართულებების ალბათობაზე მონაცემებს აქვეყნებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულებში გართულებების ალბათობაზე მონაცემებს აქვეყნებს

სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში, „კოვიდ-19-ით“ ინფიცირებას გართულებები არ მოჰყოლია, არც მათი ჰოსპიტალიზება გამხდარა საჭირო და არც გარდაცვალება დაფიქსირებულა.  ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

 

სააკაშვილმა აცანცარებული მიწოდა, აცანცარება და ცანცარი რომელს უფრო შეგვეფერება ხალხმა გადაწყვიტოს - ცერცვაძე
2021-08-10სააკაშვილმა აცანცარებული მიწოდა, აცანცარება და ცანცარი რომელს უფრო შეგვეფერება ხალხმა გადაწყვიტოს - ცერცვაძე

 

CDC-ის თანახმად 2 აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია 164 მილიონზე მეტი ადამიანი. აქედან ინფიცირებულთა 0,005%-ის, 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო; 0,001%-ზე ნაკლები, 1 507 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

COVID-19-ით ინფიცირების მძიმე შემთხვევების 3/4 ანუ 74 %, 65 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოვლინდა. დაახლოებით 1500-მდე გარდაცვალების შემთხვევიდან კი, ყოველი მეხუთე სხვა თანმდევი დაავადებების ფონზე დაიღუპა – აცხადებს CDC.

 

მაისის თვიდან CDC -მ კვლევის აქცენტი იმ პაციენტებზე გადაიტანა, რომლებიც ორჯერადად იყვნენ აცრილი, თუმცა ნაწილს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, ნაწილი კი გარდაიცვალა.

 

CDC– ის თანახმად, ეს მონაცემები ეყრდნობა არის „სურათი“, რომელიც დაეხმარება მათ „განსაზღვროს და მოძებნოს სიგნალები ვაქცინის გარღვევის შემთხვევებს შორის“.

 

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!