20:52 | 2020-06-03 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

სროლა ბაგებში! – სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

სროლა ბაგებში! – სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

ცოტა ხნის წინ, ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო.

 

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, რომლებმაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

 

მოქალაქეების თქმით, სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო ერთმა პირმა.

 

შსს-ში არ აკონკრეტებენ, დაჭრილია თუ არა ვინმე. თუმცა უწყების ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია ორი მუხლით – 117-ე და 236-ე, რაც სხეულის მსუბუქ დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

 

“პრაიმტაიმი” შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში LIVE-ს შემოგთავაზებთ.

 

 

ფოტო: პირველი რადიო

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X