16:07 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

სპორტიდან პოლიტიკაში გადაბარგებულები – რომელი სპორტსმენი დგას დღეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე

სპორტიდან პოლიტიკაში გადაბარგებულები – რომელი სპორტსმენი დგას დღეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე

საქართველოში მრავლად გვყავს სპორტსმენები, რომლებმაც წარმატებული სპორტული კარიერის შემდეგ ძალები პოლიტიკაში მოსინჯეს.

 

ზოგიერთი მათგანის პოლიტიკური მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად წარმატებულად ფასდება, ზოგიერთმა კი გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ სპორტულ სამყაროში დაბრუნება არჩია.

 

პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო ისტორიას და გთავაზობთ იმ სპორტსმენების სიას, რომლებმაც კარიერის დასრულების შემდეგ მოღვაწეობა პოლიტიკაში განაგრძეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სია შესაძლოა არასრული იყოს.

 

1. კახა კალაძე

 

https://www.photojoiner.net/image/dZpZsAZK

 

კახა კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. „მილანის“ შემადგენლობაში, კალაძემ ორჯერ მოახერხა „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება. ამის გარდა, ის საქართველოს იტალიის და უკრაინის ჩემპიონატის რამდენიმე გზის გამარჯვებულია. კალაძე იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანიც.

 

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კალაძემ სამტრედიის მაჟორიტარად იყარა კენჭი. ამავდროულად, ფეხბურთელი საპარლამენტო სიის პირველ ნომრად იყო წარდგენილი.

 

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 2012-2017 წლებში ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლის მეორე ნახევარში კი თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ამავდროულად, კალაძე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიცაა.

 

2. ლევან კობიაშვილი

 

https://www.photojoiner.net/image/X4NGlH8y

 

ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშებით რეკორდსმენია. კობიაშვილმა ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი, 100 თამაში ითამაშა. კარიერის დიდი ნაწილი მან გერმანიის ბუნდესლიგაში გაატარა. იგი ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა „ფრაიბურგი“, „შალკე“ და ბერლინის „ჰერტა“.

 

კობიაშვილმა კარიერა სწორედ ამ უკანასკნელში, 2014 წელს დაასრულა. 2015 წელს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. 2016 წელს კი „ქართული ოცნების“ მანდატით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

 

3. მიხეილ ყაველაშვილი

 

https://www.photojoiner.net/image/pdrxRg6m

 

ვეტერანი ფეხბურთელი სხვადასხვა დროის განმავლობაში საქართველოს, რუსეთის, ინგლისის და შვეიცარიის ჩემპიონატებში თამაშობდა.

 

2007 წელს ყაველაშვილმა ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთი“ დააფუძნა.

 

2016 წელს „ქართული ოცნების“ სახელით ფეხბურთელი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

 

4. ლერი ხაბელოვი

 

https://www.photojoiner.net/image/tjl7zR4A

 

ლერი ხაბელოვი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენია. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ხაბელოვი 5-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი (1985, 1987, 1990, 1991, 1993 წწ.) და 4-ჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მოგება (1985, 1987, 1988, 1992).

 

1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ხაბელოვი ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1998-2004 წლებში სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2004-2008 წლებში კი ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

 

2012 წელს ლერი ხაბელოვი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ქარელის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად. ხაბელოვი ამ დრომდე მმართველი პარტიის დეპუტატია.

 

პარალელურად, 2012 წელს ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს და თანამდებობას ამ დრომდე იკავებს.

 

5. შოთა ხაბარელი

 

https://www.photojoiner.net/image/k7xCp1x9

 

ყოფილმა ძიუდოისტი 1980 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია.

 

შოთა ხაბარელმა მნიშვნელოვან წარმატებას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელობის დროსაც მიაღწია. იგი აღნიშნულ თანამდებობას 1987-1991 და 1997-2009 წლებში იკავებდა. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს გახდა ზურაბ ზვიადაური ოლიმპიური ჩემპიონი.

 

2002, 2003, 2006 და 2008 წლებში ხაბარელი ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

 

2012 წელს ვეტერანი სპორტსმენი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2016 წელს ხაბარელი მმართველი პარტიის მანდატით მეორედ შევიდა პარლამენტში.

 

ამავდროულად, ის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

 

6. ზურაბ ზვიადაური

 

https://www.photojoiner.net/image/EECeWWpz

 

ზურაბ ზვიადაურს ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვეტერანი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია. ამ წარმატებას ზვიადაურმა 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია.

 

2012 წელს ზვიადაური „ქართული ოცნების“ რიგებს შეურთდა და არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. 2012-2016 წლებში ვეტერანი ძიუდოისტი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

 

7. გიორგი ასანიძე

 

https://www.photojoiner.net/image/FLHlIigA

 

ვეტერანი ძალოსანი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. ასანიძემ 2004 წლის ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

 

ამის გარდა, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიგო. ვეტერანი ძალოსანი მსოფლიოს 1-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონია.

 

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ასანიძე საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. პარალელურად, ის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

 

​2013 წელს ასანიძე სპორტში დაბრუნდა და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

 

8. ზაზა კედელაშვილი

 

https://www.photojoiner.net/image/IJjTQ4Eq

 

ყოფილი ძიუდოისტი ევროპის 3-გზის ჩემპიონია. ამ წარმატებას კედელაშვილმა 2006, 2007 და 2008 წლებში მიაღწია. ძიუდოისტმა მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც, თუმცა პირველივე რაუნდში დამარცხდა.

 

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კედელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა და 2012 წელს პარტიის სახელით მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

 

საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა
2020-05-30საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კედელაშვილმა კვლავ ნაციონალური მოძრაობის სახელით იყარა კენჭი, 2017 წელს კი „ევროპული საქართველოს“ შეუერთდა და ამ დრომდე ამ პარტიის მანდატით საქართველოს პარლამენტის წევრია.

 

9. ირაკლი აბუსერიძე

 

https://www.photojoiner.net/image/euJEfZI1

 

ვეტერანი სპორტსმენი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო.

 

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, აბუსერიძე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

 

10. ბიძინა გეგიძე

 

ბიძინა გეგიძე ვაკეში, რეკრეაციულ ...

 

ბიძინა გეგიძე ყოფილი მორაგბე და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

 

დეპუტატობამდე, გეგიძე 1995-2004 წლებში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

 

2002-2006 წლებში თბილისის საკრებულოს წევრიც იყო. ამასთან, არის პარტია „ახალი მემარჯვენეების“ და საზოგადოებრივი მოძრაობების – „დაიცავი საქართველოსა“ და „სახალხო პატრულის“ დამფუძნებელი.

 

11. თემურ ხუბულური

 

https://www.photojoiner.net/image/eKeSY9r8

 

თენგიზ (თემურ) ხუბულური ვეტერანი ძიუდოისტია, რომელსაც თავის დროზე საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ხუბულური 2-ჯერ ევროპის, 2-ჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ამის გარდა, 1980 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

კარიერის დასრულების შემდეგ, ხუბულური ძიუდოისტთა ნაკრებს წვრთნიდა.

 

2012 წელს თენგიზ ხუბულური „ქართული ოცნების“ მანდატით მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, 2016 წელს კი ასევე მმართველი პარტიის რიგებში მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრად მოგვევლინა.

 

12. ლუკა კურტანიძე

 

https://www.photojoiner.net/image/PatVtABc

 

ვეტერანი მოჭიდავე 5-გზის ევროპის და 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 1996, 2000 და 2004 წლების ოლიმპიადებზე, სადაც ორჯერ მოახერხა ბრინჯაოს მედლის მოგება.

 

2010 წლის 4 ივნისს ლუკა კურტანიძე ნინო ბურჯანაძის ოპოზიციურ პარტიას, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ შეუერთდა. მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლა სპორტის სფეროში ბევრი უსამართლობის ხილვამ გადააწყვეტინა.

 

მონაწილეობდა 2011 წლის მაისის ანტისამთავრობო აქციებში. როგორც მოგვიანებით ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას იხსენებდა, 26 მაისს მიტინგის დარბევისას ის სპეცდანიშნულების რაზმის ათამდე წევრმა დააკავა და სასტიკად სცემა.

 

2012 წელს შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

 

მისი სახელით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატად, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გია გოზალიშვილთან წააგო.

 

2015 წლის თებერვალში კურტანიძე გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი გარდაცვლილი დეპუტატის, თამაზ ავდალიანის ნაცვლად.

 

2012 წლის დეკემბერში, ლუკა კურტანიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა, 2014 წელს პრეზიდიუმმა ის თანამდებობიდან გადააყენა.

 

ამჟამად, კურტანიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

 

13. სოსო ჯაჭვლიანი

 

https://www.photojoiner.net/image/D9L7Dzmz

 

მსახიობის გარდა, სოსო ჯაჭვლიანს კარიერა სპორტში, კერძოდ კი მკლავჭიდში აქვს გატარებული. სპორტის ამ სახეობაში ჯაჭვლიანმა არაერთ წარმატებას მიაღწია.

 

ის გახლავთ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი.

 

2012 წელს სოსო ჯაჭვლიანი „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ შეუერთდა და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X