22:49 | 2020-06-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება

სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება

სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწვრთნელები ავრცელებენ.

 

საქართველო იქნება იმ 15 ქვეყანას შორის, რომელთაც ევროკავშირი საზღვრებს უხსნის

 

„მეგობრებო, როგორც ვიცით საჯაროდ გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ დარბაზების გახსნას არც კი განიხილავენ და სავარაუდოდ როდის გაიხსნება, ესეც არ ვიცით. ამიტომ, ხუთშაბათს 2 ივლისს, 17:00 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის მეტროსთან ! ეს ეხება ყველას, მათ შორის მასაც ვინც არ ვარჯიშობს და უბრალოდ მხარს გვიჭერს . ჯანსაღი ცხოვრებისთვის ყველამ დავაფიქსიროთ ჯანსაღი აზრი !“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ორშაბათიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა ფიტნეს ცენტრები და აუზები კვლავ დახურული იქნება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X