13:46 | 2020-03-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს – დავით ზალკალიანი

სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს – დავით ზალკალიანი

„სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამართულ ბრიოფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ წესის დაცვა ავიაკომპანიისთვის აუციელებელია.

 

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ავიარეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ეს ჭერი მტკიცედ და მყარად იყოს დაცული ავიაკომპანიის მიერ.

 

ჩვენი ყველა საელჩო 24 საათიან რეჟიმში აგროვებს ინფორმაციას და ამ ინფორმაციის ანალიზის და გადამუშავების შედეგად, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ავიაკომპანიასთან ერთად, ეტაპობრივად დავგეგმავთ სხვა მიმართულების სპეცრეისებსაც“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X