22:17 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

სპეცრეისი აშშ-დან – სამშობლოში 79 მოსწავლე დაბრუნდა

სპეცრეისი აშშ-დან – სამშობლოში 79 მოსწავლე დაბრუნდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქართველი სკოლის მოსწავლეები დაბრუნდნენ.

 

თვითმფრინავის ბორტზე 79 ქართველი ბავშვი და 35 სომხეთის მოქალაქე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომელთა გამომგზავრებაც ქართულმა მხარემ უზრუნველყო.

 

მოსწავლეები აშშ-ში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით იმყოფებოდნენ და კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო წელი ნაადრევად შეუწყდათ.

 

სპეცრეისი ვაშინგტონი-დოჰა-თბილისის მიმართულებით შესრულდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X