12:08 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

სპეცოპერაციის კადრები – „კანონიერი ქურდის“ სახლიდან 400 000 დოლარი და წმინდანების ხატები ამოიღეს

სპეცოპერაციის კადრები – „კანონიერი ქურდის“ სახლიდან 400 000 დოლარი და წმინდანების ხატები ამოიღეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა 2009 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის განახლებული გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ჩაატარეს.

 

პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ წუხელ წალენჯიხაში დააკავეს
2020-05-13პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ წუხელ წალენჯიხაში დააკავეს

 

დაკავებულია გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ანდრეი ნეძელსკი, რომლის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას კიევის პოლიციამ ამოიღო:

 

  • ე.წ. „ობშიაკის“ თანხა 400 000 დოლარის ოდენობით

 

  • ძვირადღირებული ავტომობილები

 

  • შავი ბუღალტერია

 

  • ძვირფასეულობა

 

  • წმინდანების ხატები

 

  • უნიკალური ხელოვნების ნიმუშები

 

 

სპეცოპერაცია ანდრეი ნეძევსკის ბიზნესპარტნიორის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

 

ბიზმესმენი 2009 წელს მოკლეს, მაშინ მკვლელობის ბრალდებით ნეძევსკი დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო მალევე გაათავისუფლეს.

 

გამოძიების განახლებას კი საფუძვლად დაედო ახალი მტკიცებულება, რომელიც „კანონიერი ქურდის“ დანაშაულზე მიუთითებს.

 

ანდრეი ნეძევვსკის კრიმინალურ წრეებში „ვიქენდის“ მეტსახელით იცნობენ. მას ახლო კავშირი აქვს ქართველ „კანონიერ ქურდებთან“ – ვაჟა გაბადაძე, დათო ხარებავა (ჩერეპახა) და მიშკა ბუძიშვილი (ქუთაისკი).

 

ნეძელსკის მწვავე კონფლიქტი ჰქონდა გავლენიან ქართველ „კანონიერ ქურდ“ გაიოზ ზვიადაძესთან.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X