14:40 | 2021-06-10 ავტორი: Prime Time

სპეცოპერაცია საქართველოში: რა ვიცით „გლეხოვიჩზე“? – „კანონიერი ქურდის“ დოსიე

სპეცოპერაცია საქართველოში: რა ვიცით „გლეხოვიჩზე“? – „კანონიერი ქურდის“ დოსიე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა.

ვრცელდება
2021-06-10ვრცელდება "კანონიერი ქურდის", მეტსახელად "გლეხოვიჩის" ფარული ჩანაწერი - მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

 

„კანონიერ ქურდ“ ზაალ მახარობლიძესთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით 13 პირი დააპატიმრეს. ბოლო პერიოდში საქართველოში ზაალ მახარობლიძის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა.

 

მისი სახელი ასევე ფიგურირებს 2019 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში. ვინ არის რეალურად ზაალ მახარობლიძე? 53 წლის „კანონიერ ქურდს“ კრიმინალურ წრეებში „გლეხოვიჩის“ მეტსახელით იცნობენ.

 

წარმოშობით ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანადან გახლავთ, თუმცა ქუთაისური კლანის წევრად მიიჩნევა. მისი კრიმინალური დოსიე სათავეს 1988 წლიდან იღებს, როდესაც შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან ერთად დააპატიმრეს. 1991 წელს სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა, თუმცა იმავე წლის მაისში საპატიმროდან გაიქცა.

 

1999 წელს კვლავ თბილისში დააკავეს. 2006 წლის სექტემბერში ზაალ მახარობლიძე დააკავეს ავსტრიაში. მან ვენის ციხეში 2009 წლის აპრილამდე დაჰყო, თუმცა გათავისუფლებიდან ერთ წელში, 2010 წლის მარტში კვლავ ვენაში დააკავეს და ამჯერად, 2012 წელს გაათავისუფლეს.

 

ბოლოს ზაალ მახარობლიძე თურქეთში, კერძოდ სტამბულში მდებარე ნადირ სალიფოვის (ლოტი გული) რეზიდენციაში გამოჩნდა, სადაც კლანებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს განიხილავდნენ. „გლეხოვჩთან“ ერთად ამ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა „კანონიერი ქურდები“, ქუთაისური კლანის კიდევ ერთი წევრი გაიოზ ზვიადაძე, რომელიც მოგვიანებით თურქეთშივე ჩაცხრილეს.

 

 

ავტორი: Prime Time


X