fbpx
21:55 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

სპეცოპერაცია პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისში

სპეცოპერაცია პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისში

სპეცოპერაცია ვაკეში, ჭავჭავაძის 15 ნომერში ჩხრეკა მიმდინარეობს, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS შეტყობინებები გაიგზავნა და მოსახლეობის პანიკას ისახავდა მიზნად. ოფისიდან გამოტანილია კომპიუტერები.

 

სამართალდამცველები დეტალებზე არ საუბრობენ.

 

დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

 

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

 

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

 

ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

⭕Live: პეცოპერაცია კორონავირუსის გამო ჭავჭავაძის ქუჩაზე

⭕Live: სპეცოპერაცია კორონავირუსის გამო ჭავჭავაძის ქუჩაზე

Gepostet von Prime Time am Mittwoch, 18. März 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X