fbpx
10:02 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

სპეცოპერაცია გრძელდება! – უახლესი ინფორმაცია ავსტრიაში მომხდარი თავდასხმის შესახებ

სპეცოპერაცია გრძელდება! – უახლესი ინფორმაცია ავსტრიაში მომხდარი თავდასხმის შესახებ

ავსტრიის დედაქალაქში სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

 

სროლის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. მანამდე ინფორმაცია 7 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.

 

ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია.

 

შსს მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მთავრობამ რეკომენდაცია გასცა და დღეს მოსწავლებიისთვის სკოლაში მისვლა აუცილებელი არ არის.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ცეცხლი 6 სხვადასხვა ადგილას გახსნეს, მათ შორის ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X