09:36 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

სპეციალური რეისით პარიზიდან 176 ადამიანი დაბრუნდა

სპეციალური რეისით პარიზიდან 176 ადამიანი დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით პარიზიდან 176 ადამიანი დაბრუნდა.

მგზავრები, რომლებმაც აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276-მა ადამიანმა მიიღო
2020-07-23სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276-მა ადამიანმა მიიღო

 

ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 104 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 5717 ადამიანია განთავსებული.

 

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები