09:58 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

სოციალურ ქსელში ჩემი ფეიქ-გვერდია, არ ენდოთ – თენგიზ ცერცვაძე

სოციალურ ქსელში ჩემი ფეიქ-გვერდია, არ ენდოთ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ ენდონ იმ ფეიქ-გვერდს, რომელიც სოციალურ ქსელში გაჩნდა და მისი სახელით მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის.

 

„გაჩნდა ჩემი ე.წ. ფეიქ გვერდი. იქ ფოტოცაა ჩემი და დაიდო ჯერჯერობით ნეიტრალური ტექსტი. თუმცა როცა ამგვარი გვერდები ჩნდება, იქ ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ მივმართავ ყველას, არ ენდოს ასეთ ინფორმაციას, რაც საეჭვო წყაროების მიერ ვრცელდება. ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაცის, რაც გამოქვეყნდება შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის გვერდზე ან ჩვენი ბრიფინგების დროს გაკეთებულ განცხადებებს ენდონ”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა”.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები