17:40 | 2020-06-23 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

სოციალურ ქსელში ატირებული ხატია ბუნიათიშვილის კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ატირებული ხატია ბუნიათიშვილის კადრები ვრცელდება

ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გუშინწინ 33 წლის გახდა.

 

საკუთარ დაბადების დღეზე ხატიამ პარიზში დაგეგმილ კონცერში მიიღო მონაწილეობა და მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

 

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი მსმენელმაც არ დატოვა ყურადღების გარეშე და კონცერტის დასრულების შემდეგ, მას დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს.

 

ბუნიათიშვილმა ემოციები ვერ შეიკავა და სიხარულისგან დარბაზში ატირდა.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +