fbpx
01:02 | 2020-05-30 ავტორი: Prime Time

sos!sos!sos!…მეხუთე თვეა ცოტნეს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ… – მანანა არჩვაძე-გამსახურდია

sos!sos!sos!…მეხუთე თვეა ცოტნეს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ… – მანანა არჩვაძე-გამსახურდია

მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე აცხადებს, რომ უკვე მეხუთე თვეა ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„sos!sos!sos!…მეხუთე თვე დაიწყო, რაც ცოტნეს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, სად და როგორ იმყოფება.

 

იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ავადსახსენებელ 1937-წელს მაგონებს. ცოტნეს ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმილი იყო, რამაც ქილერების მიერ მიყენებული სასიკვდილო ტრავმის შედეგად დამკვეთები იმედიანად განაწყო, ჩანაფიქრის “შედეგიანად” დასრულებას გეგმავდნენ. (მისი მდგომარეობის და ადგილსამყოფელის გასაიდუმლოება ამ ოპერაციის დასრულების მოლოდინშია!!!).

 

მსოფლიოში მრავალი მედიკამენტი და სამედიცინო საშუალება არსებობს, რომელიც გამოყენებული იქნება მის მიმართ, რაც ფატალური შედეგით დასრულდება.

 

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ერთ პირზე სამართლებრივი დევნა შეწყდა
2020-05-19ცოტნე გამსახურდიას საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ერთ პირზე სამართლებრივი დევნა შეწყდა

 

ცოტნეს ხუთთვიანი იზოლაცია ამ მიზნით ხორციელდება. ა.წ. 21 თებერვლიდან დედას აუკრძალეს შვილთან ყოფნა, ხელში ჩაუგდეს სუკ-ის სანდო “მხარდამჭერ” ვინმე ჯაბაურს, რომელიც ავადსახსენებელი ორგანიზაციის ღირსეული წარმომადგენელია ოჯახის წევრების ჩათვლით.

 

ბატონ გ.გახარიასადმი მიწერილი ჩემი განცხადება გაყინულია, პასუხის გაცემის ყოველგვარი ვადა ამოიწურა, მისი დუმილი, ჩემი თხოვნის იგნორირება მრავალ საეჭვო კითხვას აჩენს, როგორც ჩემში ასევე საზოგადებაში.

 

ოთხი თვის წინ კორონას მძვინვარების პერიოდში საზოგადოებამ ხუთიათასი(5000) ხელმოწერა წარადგინა კანცელარიაში ცოტნეს მდგომარეობასთან დაკავშირებით (იხ. 2020 წლის 16.02.. რეგისტრაციის ნომერი 10204), რომელნიც ითხოვდნენ მისი მდგომარეობის გასაჯაროებას და გადაყვანას ევროპის სახელმწიფოში- მაპროფილებელ კლინიკაში სადაც შესაფერისი მკურნალობა ჩაუტარდებოდა.

 

ხელმოწერები კვლავ გრძელდება სოციალური ქსელით ერთადერთი მოთხოვნით ცოტნე ვიხსნათ ჯალათების ბოროტი ჩანაფიქრისგან.

 

მოგმართავთ ყველა კეთილი ნების ადამიანს, გამოიჩინეთ გულისხმიერება და თანადგომა ცოტნეს გადასარჩენად.

 

პატივისცემით მანანა არჩვაძე-გამსახურდია

 

ქ .თბილისი 29.05.2020 წ“, – წერს მანანა არჩვაძე-გ

 

sos!sos!sos!…მეხუთე თვე დაიწყო, რაც ცოტნეს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, სად და როგორ იმყოფება. იმდენად…

Posted by Manana Archvadze-Gamsakhurdia on პარასკევი, 29 მაისი, 2020

 

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებული პირებისთვის გირაო მოითხოვეს - რა გადაწვიტა სასამართლომ
2020-05-06ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებული პირებისთვის გირაო მოითხოვეს - რა გადაწვიტა სასამართლომ
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X