00:07 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

sos!sos!sos!… – მანანა არჩვაძე-გამსახურდია შველას ითხოვს

sos!sos!sos!… – მანანა არჩვაძე-გამსახურდია შველას ითხოვს

პირველი პრეზიდენტის ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს. მისი თხოვნა ცოტნე გამსახურდიას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

 

მანანა არჩვაძე შიშობს, რომ მისი ვაჟი დაინვალიდების რისკის ქვეშ არის.

 

საზოგადოებისადმი მიმართვას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს:

 

„sos!sos!sos!… მიმართვა საზოგადოებისადმი!

 

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დამეხმაროთ, რათა ერთიანი ძალებით შევძლოთ ცოტნე გამსახურდიას გადაყვანა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალში, ვინაიდან ამ ჰოსპიტალის გარდა არ არსებობს არც ნევროლოგიური და არც სარეაბილიტაციო კლინიკა,რომელიც ცოტნეს მდგომარეობას გააუმჯობესებს.

 

უკანასქნელი 24 საათის ინფორმაციით ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არ შეცვლილა. იგი არ რეაგირებს არაფერზე, სიტუაციას ვერ აღიქვამს, მეტყველება არ შეუძლია, კიდურეზე ოდნავი შეხებით გამოწვეული რეაქცია არის მხოლოდ რეფლექსური და მეტი არაფერი.
ძალიან გთხოვთ, თქვენი ერთობლივი თანადგომით ვუზრუნველყოთ სამეულის მკაცრ განაჩენზე წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან ისინი ექვემდებარებიან ზემდგომ ორგანოებს და ასრულებენ მათ დავალებებს.

 

უმორჩილესად გთხოვთ, ერთობლივად ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია სამუდამო დაინვალიდებისაგან.

 

ქ.სტამბული. 31 მარტი 2020 წელი
მანანა არჩვაძე-გამსახურდია“

 

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ის ამჟამად თურქეთის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები