fbpx
13:16 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

“სოსო გოგაშვილის და დამნაშავე „ქართული ოცნების” განქორწინება ვერ მოხდება“ – გიორგი ვაშაძე

“სოსო გოგაშვილის და დამნაშავე „ქართული ოცნების” განქორწინება ვერ მოხდება“ – გიორგი ვაშაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის გადაწყვეტილებას პარტია „ქართულ ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით ეხმაურება გიორგი ვაშაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა. ვაშაძეს მიაჩნია, რომ შესაძლოა გიგაშვის კონკრეტული დავალებები ჰქონდეს საარჩევნო პერიოდისთვის

 

„სოსო გოგაშვილი არის კომპრომატირებული ადამიანი. შესაბამისად, მისი მართვის მექანიზმი მთლიანად ხელში უჭირავს „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა. რეალურად, შეიძლება მას აქვს რაღაც კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რაც „დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის“ არის მნიშვნელოვანი. ისე, ასეთი ჰყავთ ყველა, გოგაშვილი გამონაკლისი კი არ არის, ასეთია ყველა, გახარიადან დაწყებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X