14:48 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში დაწესებული საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა.

 

ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან მოქმედებს.

 

ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 039 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 14 ადამიანი გარდაიცვალა, 211 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

საქართვეოლოშიც უკვე დაიწყო საუბარი საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებაზე, ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თენგიზ ცერცვაძემ გააჟღერა.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა საჭირო, მოსახლეობას კი შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები