14:32 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

სომხეთიდან ჩამოსული 30 პირი კარანტინში გადაიყვანეს

სომხეთიდან ჩამოსული 30 პირი კარანტინში გადაიყვანეს

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 30 მაცხოვრებელი, რომლებიც 21 მარტს „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვები პუნქტით სომხეთიდან საქართველოში შემოვიდნენ, კარანტინს ახალციხეში გაივლიან. ყველა მათგანი საკარანტინე ზონაში გადაყანამდე, 10 საათის განმავლობაში საზღვარზე, კარავში იცდიდა.

 

„ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისთვის კეთდება. ამ ხალხს საუკეთესო მომსახურების სასტუმროებში მოათავსებენ. აუცილებელი არ არის, რომ მათ ჰქონდეთ ვირუსი, ეს პრევენციის ზომებში კეთდება. ისინი იქ 14 დღის განმავლობაში იქნებიან და შემდეგ, თუ ვირუსი არ აღმოაჩნდებათ, სახლებში დაბრუნდებიან“,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე ორკვირიან კარანტინს გაივლის, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ის.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები