16:15 | 2020-07-02 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“სოფომ ყველა სალოცავი ფეხით მოიარა…” – ტრაგედია სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახში

“სოფომ ყველა სალოცავი ფეხით მოიარა…” – ტრაგედია სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახში

ცნობილი წყვილის სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახში ტრაგედია მოხდა. ქართველი მომღერლის მაზლი ბაჩო მესხი, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და გარდაიცვალა.

 

ბაჩო მესხს სიმსივნის დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუსვეს, ის მკურნალობის კურსს გადიოდა, ჩაუტარდა ქიმიოთერაპიაც.

 

ბაჩო მესხის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მომღერალი სოფო ბედია.

 

“ბაჩო აღარაა” – დაწერა მომღერალმა.

 

ბაჩო მესხი – მიშა მესხის ძმა

 

“პრაიმტაიმი” წყვილის ოჯახის მეგობარს, მომღერალ კაკი ბოლქვაძეს დაუკავშირდა.

 

– განადგურებულები ვართ, ვერც კი წარმომიდგენია რომ ბაჩო აღარ არის. ონკოპაციენტი იყო, ქიმიებს იკეთებდა, გაცივდა და გაციება გადაეზარდა ფილტვების ანთებაში.

 

ერთი ფილტვი დაეხურა და 21 ივნისს შეაერთეს აპარატზე, დღეს დილის 4 საათზე კი გარდაიცვალა. ბაჩო იყო საოცარი ადამიანი, მას და მიშას განსაკუთრებული ძმობა ჰქონდათ.

 

ბულინგისთვის მზად არ ვიყავი... გული მტკივა - სოფო ბედია 
2020-06-23ბულინგისთვის მზად არ ვიყავი... გული მტკივა - სოფო ბედია 

 

როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, სოფომ თუ სადმე რამე სალოცავი იყო, ყველაფერი მოიარა, მაგრამ ეტყობა ღმერთს მართლა კარგები უნდა თავისთან.

 

ამ ტკბილ ოჯახს, ასეთი თავზარდამცემი ამბავი რატომ უნდა მოსვლოდა ღმერთო?!.- განაცხადა წყვილის ოჯახის მეგობარმა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X