
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ განცხადებები იმაზე, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება სათანადოდ არ მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დილიდან გვქონდა კომუნიკაცია ოჯახთან და დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იმყოფებოდნენ, ახლაც ტარდება შესაბამისი პროცედურები.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, თითქოს „ქართული ოცნება“ კრიმინალებთანაა გარიგებული, ძალიან სამწუხაროა ასეთი ბრალდებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც სახელმწიფო აქცია კრიმინალად.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, განსაკუთრებით ბავშვებს შორის აგრესია. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს სამუშაო და ამას ღრმა ანალიზი სჭირდება.
დიდი ალბათობით, ეს არის ბავშვების მხრიდან კოპირება აგრესიული ქცევის, რომელსაც ყოველდღიურად ხედავენ ბავშვები მედიაში, პოლიტიკურ ველზე და ყველა სხვა მიმართულებით“, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, თეთრიწყაროს ტყეში, გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს.
23 წლის გოგოს შესახებ განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის დირექტორმა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.
ამავე თემაზე: