17:28 | 2020-08-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სოფლის ჩიხებში შესვლა-გამოსვლები სწორედ საბოლოო გაჩერების ძიება უფროა, ვიდრე გატყუება – პროფესორი მეფარიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

სოფლის ჩიხებში შესვლა-გამოსვლები სწორედ საბოლოო გაჩერების ძიება უფროა, ვიდრე გატყუება – პროფესორი მეფარიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“-ს პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვარაუდობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვარაუდს პროფესორი შემდეგი არგუმენტებით ხსნის:

 

„ზეგი“ ბაჩანა ლობჟანიძეს სასამართლოში უჩივლებს - რას ყვება კომპანიის იურისტი?
2020-08-07„ზეგი“ ბაჩანა ლობჟანიძეს სასამართლოში უჩივლებს - რას ყვება კომპანიის იურისტი?

 

„რაც შეეხება კეისს, არსებული ინფორმაციით მე ვვარაუდობ რომ ეს იყო სუიციდი. სპეკულაციები იმ თემაზე რომ 100 კმ გავლა რათ უნდოდა თავის მოსაკლავად, არის ბრიყვული, იმიტომ რომ გამომდინარეობს ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის დასკვნიდან, რომელსაც სულიერი კრიზისი არ აქვს.

 

დიახ, სუიციდს ჭირდება ინტიმურობა და ეგოისტური აქტი განსაკუთრებით სასტიკი იქნებოდა თუკი ამას მის საცხოვრებელი სახლის აბაზანაში ჩაიდენდა, ინტიმურობა ვრცელდება სუიციდის დაუბრკოლებლობის სურვილშიც, ამიტომ თამარის გაურკვეველი მარშრუტები, სოფლის ჩიხებში შესვლა-გამოსვლები სწორედ საბოლოო გაჩერების ძიება უფროა, ვიდრე გატყუება“, – წერს ირაკლი მეფარიშვილი. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები