19:03 | 2020-03-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სოფლები სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც თვითიზოლაციაში 89 პირი იმყოფება

სოფლები სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც თვითიზოლაციაში 89 პირი იმყოფება

სიღნაღის რაიონში 89 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირებს შორის არიან ისინი, რომლებსაც საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვთ, ასევე ისინიც, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

 

„იზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სოფლების მიხედვით:

ქ.სიღნაღში – 5

ქ.წნორში – 16

ანაგაში – 6

ვაქირში – 4

საქობოში – 7

მაშნაარში – 1

ბოდბისხევში -13

ჯუგაანში – 7

ტიბაანში – 7

ნუკრიანში – 6

მაღაროში – 6

ქვ. ბოდბეში – 5

ბოდბეში – 1

მაჩხაანში – 4

ხირსაში – 1

 

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შესაბამის უწყებებთან ერთად, თითოეულ მათგანზე მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უზრუნველყოფს! ის პირები რომლებიც დაარღვევენ იზოლაციის პირობებს გადაყვანილნი იქნებიან კარანტინში.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები!“- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X