fbpx
13:27 | 2020-11-14 ავტორი: Prime Time

სოფიო, შენ დაჩმორდი?! – ვის მიმართავს სააკაშვილი? Video

სოფიო, შენ დაჩმორდი?! – ვის მიმართავს სააკაშვილი? Video

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ფეისბუქ“ ლაივის მეშვეობით მხარდამჭერების კითხვებს პასუხობდა. სააკაშვილმა მათ აქციებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

რამდენიმე კითხვამ ექს-პრეზიდენტის გაღიზიანებაც გამოიწვია, მათ შორის იმან, რომელიც მის საქართველოში დაბრუნებას ეხებოდა.

 

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ, კაცი იხრჩობოდაო და, ხომ იცით“ – მიმართა “ფეისბუქ” ლაივის დროს მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერს, რომელმაც მას საქართველოში დაბრუნებისა და მათთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა.

 

„მე განვიხილავ ყველა ვარიანტს. მინდა ვუთხრა ჩემს მომხრეებს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა – უნდა ვიყოთ მზად.

 

რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, კონკრეტული აეროპორტი, მაგრამ ჩამოვა და ვიღაც გადაგვარჩენს, ეს არ იმუშავებს, ჩამოვა და ვიღაც თავს შეწირავს, კი ბატონო“, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს.

 

ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ლაივის დროს სააკაშვილს მიწერა – „არ მეგონა ასე თუ დაგვაჩმორებდნენ“, რასაც ექსპრეზიდენტი არ დაეთანხმა და აღნიშნა:

 

„ვინ დაგაჩმორათ? სოფიო, შენ დაჩმორდი? თუ შენ არ დაჩმორდი, ვინ დაჩმორდა? უიმე დაგვაჩმორეს, გადაგვიარეს… – ხელი გაანძრიეთ და რას დაგაჩმორებენ, შეხედეთ ამ ჩმორებს მართლა“, – თქვა სააკაშვილმა „ფეისბუქ“ ლაივში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X