11:04 | 2020-06-03 ავტორი: Prime Time

სოფელ საქობოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

სოფელ საქობოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

ბიზნესმენ გოგიტა კევლიშვილის ინიციატივით, სოფელ საქობოში ერთი დღის განმავლობაში, მოსახლეობას პურის საცხობოდან პური უფასოდ დაურიგდათ.

საქველმოქმედო აქციით სოფლის ასორმოცდაათმა ოჯახმა ისარგებლა.

სიღნაღის მერიამ მარტოხელა პენსიონერებს და შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცა
2020-04-14სიღნაღის მერიამ მარტოხელა პენსიონერებს და შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცა

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის დროს გოგიტა კევლიშვილმა 30 სასურსათო კალათა საქობოსა და მაშნაარის გაჭირვებულ მოსახლეობას გადასცა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია გოგიტა კევლიშვილს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X