16:35 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

სოფელ ჯვარაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ჯვარაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.

 

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 087 487 ლარს შეადგენს.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები