14:27 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

სკოლის მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ! – რა არჩევანს სთავაზობს მათ განათლების სამინისტრო 

სკოლის მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ! – რა არჩევანს სთავაზობს მათ განათლების სამინისტრო 

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ პირველი ოქტომბრიდან მისმა შვილმა ისევ დისტანციურად უნდა განაგრძოს სწავლა, მათ ამის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც მან განმარტა, ეს არჩევანი ყველა კლასის მშობელს ეხება.

 

„თუ მშობელს გადაწყვეტილი აქვს და ურჩევნია, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, მათ ამის საშუალება ექნებათ.

 

იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ხოლო გორში და ფოთში უკვე ყველა კლასში, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურად, მათ ამის საშუალება ექნებათ“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასკოლო სწავლებას 1-ლი ოქტომბრიდან მხოლოდ I-VI კლასელები დაიწყებენ. 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები