20:15 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

სკოლის მოსწავლე, რომელიც ახლა სხვა მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთოლებს უტარებს

სკოლის მოსწავლე, რომელიც ახლა სხვა მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთოლებს უტარებს

საქართველოში კორონა ვირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ქვეყანაში განათლების სისტემა სწავლების ახალ მოდელზე- lონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

 

სწორედ ამიტომ სატელევიზიო გადაცემამ ,,წიგნების თარომ,” ახალი პროექტი წამოიწყო,სახელწოდებით: ,,წიგნების თაროს ონლაინ სკოლა”.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე მურო ექიზაშვილი სატელევიზო გადაცემა ,,წიგნების თარო ” -ს მონაწილეა და ახლა უკვე, მის ახალ პროექტშიც აქტიურად ჩაერთო როგორც პედაგოგი.

 

ახალგაზრდა პედაგოგი ,,პრაიმტაიმთან” პროექტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პროექტის მონაწილეეები უფროსკლასელები და სტუდენტები არიან.

 

 

„სადაც შანტაჟს აქვს ადგილი, იმ მხარეს ვერ დავიჭერ, თუნდაც ქალი იყოს
2020-05-24„სადაც შანტაჟს აქვს ადგილი, იმ მხარეს ვერ დავიჭერ, თუნდაც ქალი იყოს" - ნატო დუმბაძე

 

 

პირველიდან მეოთხე კლასის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს უტარებენ.

 

„ჩვენს სკოლაში პროექტში დარეგისტრირებული უკვე 1234 მოსწავლეა, მე ინგლისურს ვასწავლი, ბავშვები კლასიკური საგნების გარდა სხვა საგნებსაც სწავლობენ, მაგალითად: ,,მე და ჯანმრთელობა” , „მე და საზოგადოება” , ,„გერმანული” და სხვა .

 

ბავშვები ბევრ მათთვის საინტერესო ამბავს იგებენ, მე ერთთვიანი პროგრამის ფარგლებში, 10 გაკვეთილი უნდა ჩავატარო და აქედან 8 გკვეთილი უკვე ჩატარებული მაქვს. ეს არის ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის.

 

მსოფლიოში კორონა ვირუსის გამო განათლების გარდა ყველაფერი შეჩერდა და სწავლება მაინც გრძელდება ონლაინ რეჟიმში. მე თვითონ 11 კლასში ვარ და მომავალ წელს სკოლასაც ვამთავრებ.

 

ეს პროექტი ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის. ამის გარდა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ არაფორმალურ განათლებასაც, ვფიქრობ ამ კუთხით ბავშვები ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ.” – ამბობს ,,წიგნების თაროს ონლაინ სწავლების” ახალგაზრდა პედაგოგი.

 

მურო ექიზაშვილი როგორც გვიყვება აქტიურად იღებს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, ერთ-ერთია ,,FLEX “-ის პროგრამა.

 

,,ეს არის ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობა, რომ სწავლა ამერიკაში ერთი წლის ვადით შეძლონ, მე პირველად ვცადე მე-9 კლასში, მაგრამ პირველივე ცდაზე ვერ გავედი, წელს მესამე ცდა იყო ,ამის შემდეგ მონაწილეობის მიღების საშუალება აღარ მექნებოდა, საბედნიეროდ კარგად გავართვი თავი, მომავალ წელს მე-12 კლასს ამერიკაში დავამთავრებ”- – გვიყვება დაბა კაზრეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე, მურო ექიზაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები