22:20 | 2021-09-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სკოლებსა და ბიზნეს სექტორში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება… – ენტონი ფაუჩი

სკოლებსა და ბიზნეს სექტორში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება… – ენტონი ფაუჩი

„მილიონობით ამერიკელის აცრა კვლავ სავალდებულოა იმისთვის, რომ COVID-19-ის გავრცელება შენელდეს ან საერთოდ დასრულდეს. პანდემიას კი ბევრად მეტი სავალდებულო ვაქცინაცია დაასრულებს“ – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

 


მისივე თქმით, თუკი უფრო მეტი ადამიანი არ დარწმუნდება აცრის აუცილებლობაში, მალე სკოლებსა და ბიზნეს სექტორის დარჩენილ ნაწილშიც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

„აიცერი და მოიგეს“ გამარჯვებულები ინფორმაციას მოგების შესახებ SMS-ით მიიღებენ 
2021-09-14„აიცერი და მოიგეს“ გამარჯვებულები ინფორმაციას მოგების შესახებ SMS-ით მიიღებენ 

 

 

მათივე ცნობით, სწრაფად გავრცელებადი და გადამდები „დელტა“ ვარიანტის და ვაქცინაციის შედარებით დაბალი ტემპის ერთობლიობამ აშშ პანდემიის საკმაოდ რთულ პერიოდზე გადაიყვანა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 63%-ია სრულად აცრილი.

 

საგულისხმოა, რომ ეს მონაცემები, უკვე რამდენიმე კვირაა, 12 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც მოიცავს. ბუნებრივია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის ექსპერტები და ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციას, რათა ვირუსის მართვა შესაძლებელი გახდეს.

 

ასევე ნახეთ: რამდენად ეფექტურია მიუ შტამის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები

 

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!