
იმერეთის რეგიონში 12 საჯარო სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს.მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სკოლები, რომლებმაც წელს პირველკლასელები ვერ მიიღეს, არია:
ვანის მუნიციპალიტეტი – სოფელ ზეგნის საჯარო სკოლა;
სამტრედიის მუნიციპალიტეტი – სოფელ წიაღუბნის საჯარო სკოლა;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა;
ხონის მუნიციპალიტეტი – სოფელ ღვედისა და კინჩხას საჯარო სკოლები;
საჩხერის მუნიციპალიტეტი – სოფელი მხოვასა და ხომრეთის საჯარო სკოლები;
პირველკლასელების გარეშეა დარჩენილი ტყიბულის სამი სკოლაც.
იმერეთის მუნიციპალიტეტში სულ 396 სკოლაა, სადაც 7 ათასამდე პირველკლასელი წავა. მონაცმები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.