20:37 | 2020-04-04 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სკოლაში ყველა მოკვდა, მე მკვდრებთან არ ვლაპარაკობ – როგორ განიცდიან აუტისტი ბავშვები თვითიზოლაციას

სკოლაში ყველა მოკვდა, მე მკვდრებთან არ ვლაპარაკობ – როგორ განიცდიან აუტისტი ბავშვები თვითიზოლაციას

ცხოვრება კარანტინის პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ყოველი დღე სახლში უნდა გაატარო – ბევრისთვის ეს გამოცდილება მარტივი არ არის. განსაკუთრებით რთულია იმ ოჯახებისთვის, სადაც შშმ ბავშვები ან მოზრდილები არიან, მიზეზი კი ისაა, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვთ.

 

როგორც იცით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, „ბიბისი“ ერთ-ერთი ქალბატონ ანა კუკს ესაუბრა, რომელიც მის „განსაკუთრებულ“ ქალიშვილსა და ოჯახის შესახებ ყვება:

 

„სკოლაში ყველა მოკვდა, მე არ ვლაპარაკობ მკვდარ ხალხთან“, – დაიყვირა ჩემმა ქალიშვილმა, იმ დროს როცა, მის მასწავლებელს მობილურზე ვესაუბრებოდი.

 

10 წლის ლიზის მეტყველების პრობლემა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს. გარეგნულად ჩემი ქალიშვილი არაფრით არ განსხვავდება მისი თანატოლებისგან, მაგრამ თუ მას რაიმეს ჰკითხავთ, სავარაუდოა რომ ის არ გიპასუხებთ, თითქოს ვერ გაიგო, რომ ესაუბრებით.

 

მას ხშირად არ ესმის სოციალური ნორმები: მას შეუძლია სრულიად უცხოს ჩაეხუტოს და აკოცოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს მისი რომელიმე კლასელის დედა ან მამაა.

 

მისთვის რთულია საუბარი მის გრძნობებზე, მაშინაც კი, თუ ის ტირის ან სტკივა – იტყვის, რომ ბედნიერია, რომ ყველაფერი კარგადაა.

 

ლიზას ყველაფერი ესმის და იგებს, რასაც მასზე ამბობენ ან რაც მის გარშემო ხდება, მაგრამ გაგონილისგან რა დასკვნები გამოაქვს ეს ხშირად საიდუმლოდ რჩება.

 

რაც შეეხება ლიზას ნათქვამს, რომ „სკოლაში ყველა დაიღუპა“ ის არ გულისხმობს პირდაპირ სიკვდილს, გეტყვით რა იგულისხმა მან: ლიზამ ბევრი მოისმინა და წაიკითხა რომ კორონავირუსისგან შეიძლება მოკვდე, და მივიდა ლოგიკურ დასკვნამდე, რომ თუ სკოლა დაიხურა და ესე იგი იქ ყველა გარდაიცვალა…

 

წყარო: „ბიბისი“

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები