
სხვის კომპეტენციაში ჩარევა დიდი ამპარტავნებაა, – ამის შესახებ მამა თეიმურაზ ქორიძემ ონლაინ ლექციის დროს კორონავირუსის ვაქცინაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მამა თეიმურაზის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის ავკარგიანობის შესახებ ექიმებმა უნდა ისაუბრონ და ის როგორც სასულიერო პირი ამ საკითხში კომპეტენტური არ არის.
“მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ ექიმების კომპეტენციაში ჩავერიო, თუ მე ექიმი და ეპიდემიოლოგი მეუბნება, რომ უნდა მეკეთოს პირბადე, მე ვიკეთებ პირბადეს, რაც შეეხება ვაქცინას, ამაზეც იგივე პასუხი მაქვს, მე არ ვარ კომპეტენტური”, – განაცხადა მამა თეიმურაზ ქორიძემ.