00:07 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

სხვაზე გათხოვილი 18 წლის გოგონას ნიშნობის ვიდეო ვრცელდება – მშობლები ამბობენ, რომ ყოფილ სასიძოს ყველა ნაჩუქარ ნივთს დაუბრუნებენ

სხვაზე გათხოვილი 18 წლის გოგონას ნიშნობის ვიდეო ვრცელდება – მშობლები ამბობენ, რომ ყოფილ სასიძოს ყველა ნაჩუქარ ნივთს დაუბრუნებენ

18 წლის გოგო, რომელიც კახეთში გუშინ გაუჩინარდა, იპოვეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის ცოლად სხვა კაცს გაჰყვა.

 

როგორც გოგოს მამა, აცხადებს, მისი შვილი სოფელ დუზაგრამაში მცხოვრებ მამაკაცზე იყო დანიშნული.

 

ცოტა ხნის წინ, სწორედ მათი ნიშნობის ამსახველი კადრები გავრცელდა.

 

გოგონას მშობლები ამბობენ, რომ მათი სასიძო ძალიან კარგი ბიჭი იყო და მათი შვილი იმდენად არ ეცოდებათ.

 

„ჩემი შვილი იმდენად არ მეცოდება. ის ბიჭი მეცოდება. იცი რა დღეში არიან? იცი რა კარგი ხალხი იყვნენ?!” – აცხადებს გოგონას დედა.

 

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლუთ დაიწყო, რაც უკანონო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

ავტორი: Prime Time


X