15:55 | 2020-03-16 ავტორი: თეონა ყაჭიური

სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს ანაზღაურება შეუნარჩუნდება – თბილისის მერიის გადაწყვეტილება

სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს ანაზღაურება შეუნარჩუნდება – თბილისის მერიის გადაწყვეტილება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2500 პედაგოგს, მწვრთნელსა და თერაპევტს გაცდენილი საათებისთვის,ხელფასი აუნაზღაურდებათ. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული პროგრამები, როგორიცაა აუტისტური სპექტრის მქონე ცენტრები, საცურაო აუზები, სპორტ სკოლები, იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლები მომავალში ანაზღაურებენ გაცდენილ საათებს, მერია მათ ხელფასებს უზრუნველყოფს.

ამავე თემაზე: 

საქართველოში კაფე-ბარები და რესტორნები დაიკეტება
2020-03-16საქართველოში კაფე-ბარები და რესტორნები დაიკეტება

„თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას.

 

კერძოდ:

 

მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზებისა და სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი;

 

გაგრძელდება, სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება;

 

სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა- მერიის ბალანსზე არსებულ კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის – მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო  ანაზღაურება.  მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

ამავე თემაზე

კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს მიღებული 5 ახალი გადაწყვეტილება
2020-03-16კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს მიღებული 5 ახალი გადაწყვეტილება

ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-დე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან.

 

ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირსუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X