fbpx
17:35 | 2020-09-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“სხვა დროს თუ მკორტნიან, დღეს ყველა ჩამტკბარია” – თამარ ივერი იუბილარია

“სხვა დროს თუ მკორტნიან, დღეს ყველა ჩამტკბარია” – თამარ ივერი იუბილარია

თამარ ივერი იუბილარია. როგორც სოპრანო ამბობს, 35 წლის შემდეგ ასაკის მატება აღარ მოსწონს. მეუღლემ დილით უზარმაზარი ყვავილების თაიგული მიართვა, მერე კი იუბილარი კონსერვატორიაში ლექციების ჩასატარებლად წავიდა. დღეს პირველი დღეა – ივერი მიწვეული პროფესორია და უხარია, რომ დამწყებ ვოკალისტებს, მსოფლიოს საოპერო სცენებზე 20 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს.  

 

თამარ ივერი: – ჯანმრთელი რომ ხარ და წლები გემატება, ღმერთის მადლიერი უნდა იყო. სიცოცხლე წლის მატებასთან ასოცირდება. ამ მხრივ მიხარია, ისე კი, 35 წლის შემდეგ ასაკის მატება აღარ მახარებს.

 

2020-09-04"თქვენი განცდები გამიზიარეთ..." - ვის მიმართავს ამ თხოვნით ხატია ბუნიათიშვილი

 

 

პირველი დღეა კონსერვატორიაში, სადაც მიწვეული პროფესორი გახლავართ და ჩემს მოსწავლეებს ვამეცადინებ. ტორტითა და ბუშტებით მოვიდნენ.

 

 

ჯერჯერობით, თბილისში ვარ, შვილები სკოლაში აქ შევიყვანე. კონსერვატორიის სტუდენტებს გამოცდილებას ვუზიარებ და ვასწავლი. ეს მახარებს.

 

 

დილიდან სოციალური ქსელებიდან სიყვარულს ვგრძნობ. სხვა დროს თუ მკორტნიან, შენი საქმე სიმღერაა და გაჩერდი, ქალოო, დღეს ყველა ძალიან ჩამტკბარია.

 

საღამოს სტუმრებს ველოდები და ვიწრო წრეში აღვნიშნავ. სტუმრებს რაულის მომზადებული ხაშლამითა და მწვადით გავუმასპინძლდები. ეს კაცური კერძებია, რაულს უყვარს სტუმრების ხორციან კერძებზე დაპატიჟება. მე ნაკლებად გეახლებით ხორცს, უფრო სალათებით ვიკვებები, თუმცა ვერ მოგატყუებთ, ხორცის კერძებსაც მივირთმევ. 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X