09:08 | 2021-10-14 ავტორი: თამარ გონგაძე

“სხვა არავინ მაგონდება მის ასაკში, რომ ჩოგბურთი ეთამაშოს” – ლეილა მესხი იუბილარ ლანა ღოღობერიძეზე

“სხვა არავინ მაგონდება მის ასაკში, რომ ჩოგბურთი ეთამაშოს” – ლეილა მესხი იუბილარ ლანა ღოღობერიძეზე

იცით, რომ 93 წლის ლანა ღოღობერიძე ჩოგბურთს თამაშობს. ის არა ერთხელ დაუფიქსირებიათ კორტებზე ჩოგნითა და ჩოგბურთელის “აღკაზმულობით”.

 

სპორტს ახალგაზრდობიდან მისდევდა. იყო პროფესიონალი მოთხილამურე. სწრაფად დაშვებაში საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა. როგორც ამბობს, ცურვა დღემდე უყვარს და არელაქსებს.

 

 

ჩოგბურთელთა შორის, მისი ფავორიტი ფედერერია. ადრე გულშემატკივრობდა ლეილა მესხს, ახლა – ალექსანდრე ბასილაშვილს.

 

დღეს კინორეჟისორი იუბილარია, ის 93 წლის გახდა.

 

2021-10-13"ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი შემოქმედებაშია და თან, სულ ჩოგანი უჭირავს, მისალოცია, აბა რა არის?!" - ლანა ღოღობერიძე 93 წლის გახდა

 

ჩოგბურთელი ლეილა მესხი, იუბილარ რეჟისორს, “პრაიმტაიმის” მეშვეობით, დაბადების დღეს ულოცავს.

 

ლეილა მესხი: – ნამდვილად აღსანიშნავი დღეა. ქალბატონი ლანას დაბადების დღეა.

 

მას ძალიან უყვარს ჩოგბურთი. სპორტის ამ სახეობის დიდი გულშემატკივარია.

 

საფრანგეთში, “როლან გაროსზე”, ჩემს თამაშებზე ხშირად დადიოდა.

 

თავისი ქვეყანა ისე უყვარს, რომ მის და ჩემს საგულშემატკივროდ, მთელი გულითა და სულით მოდიოდა.

 

 

ჩემი გამარჯვებები ყოველთვის უხაროდა და მხარდაჭერას გამოხატავდა.

 

დღეს, როცა დრო აქვს, მოდის ჩვენს კორტებზე და თამაშობს. ნამდვილად იშვიათია, როდესაც ამ ასაკში ადამიანი კორტზე დგას და მას თამაში შეუძლია. სხვა არავინ მაგონდება მის ასაკში, რომ ჩოგბურთი ეთამაშოს.

 

მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო. გვინდა კიდევ და კიდევ მეტი წელი ვიხილოთ კორტებზე.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!