fbpx
22:41 | 2020-07-02 ავტორი: Prime Time

სკანდალური საქმეების ფიგურანტი, ციხის საავადმყოფოს ყოფილი უფროსი წითელი ცირკულარით იძებნება – ახალი ეპიზოდი მუხაძის საქმეში

სკანდალური საქმეების ფიგურანტი, ციხის საავადმყოფოს ყოფილი უფროსი წითელი ცირკულარით იძებნება – ახალი ეპიზოდი მუხაძის საქმეში

2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო, პროკურატურამ ციხის საავადმყოფოს ყოფილ უფროსს, ალექსანდრე მუხაიძეს ბარალდება წარუდგინა. 6 თვის წინ ეს საქმე ყოფილმა პატიმარმა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო.

 

პატიმარზე ძალადობისთვის ციხის საავადმყოფოს ყოფილი უფროსი ახლა წითელი ცირკულარით იძებნება.

 

ყოფილი პატიმარი, ალექსანდრე მანუკიანი 2008 წლის 18 იანვარს იხსენებს და ამბობს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო.

„ძალიან მიყვარდა... საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო
2020-06-28„ძალიან მიყვარდა... საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო" - მარტოსული ზეიკო ბოცვაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

 

როგორც ის ყვება, თავზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, სამკურნალო დაწესებულებაში კი ოპერაციის შემდეგ არსებული ჩივილების გამოსაკვლევად მიიყვანეს. ფოიეში მკურნალ ექიმს არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო უსაყვედურა. ხმაურზე მათთან ამავე დაწესებულების მაშინდელი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე მივიდა.

 

პროკურატურამ მუხაძე მანუკიანის ეპიზოდზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დღეს მისცა.

 

უწყების ინფორმაციით, მუხაძე მანუკიანს ციხის საავადმყოფოში სხვადასხვა საგნების გამოყენებით ჯგუფურად გაუსწორდა. პროკურორის თქმით, მათი მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.

 

ალექსანდრე მუხაძეს არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს პატიმრობა შეფარდებული.

 

არის სერგო თეთრაძის საქმის ფიგურანტი, ფოტოგრაფების საქმეზე დაუსწრებლად სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მას ბრალდებულის სტატუსი აქვს კიდევ ერთ საქმეში.

 

გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით ის 21 წლის ელდარ ქობალიაზე ზეწოლასა და წამებაში მონაწილეობდა.

 

საერთო ჯამში მუხაძეს თავისუფლება დაუსწრებლად 9 წლის ვადით აქვს აღკვეთილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X