12:32 | 2020-06-01 ავტორი: თათია ცუკოშვილი

სკანდალური საქმე თბილისში – მამა შვილს დრონით უთვალთვალებს

სკანდალური საქმე თბილისში – მამა შვილს დრონით უთვალთვალებს

კომპანია „ლიდერფუდის“დამფუძნებელმა ირაკლი დუმბაძემ და მისმა მეუღლემ ინგა ზეიკიძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.

 

მათი თქმით, დავით ზეიკიძე(ინა ზეიკიძის მამა) წლების განმავლობაში, დაჭერით, ლიკვიდაციით და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებათ.

 

„მე და ჩემს მეუღლეს – ინგა ზეიკიძეს, გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დავით ზეიკიძის და მისი ადვოკატის – არჩილ კბილაშვილის მიერ და რომელიც რეალურად მიზნად ისახავს ერთი მხრივ ჩვენი ოჯახის დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, საამართლოზე ზეგავლენის მოხდენას.

 

კომპანია „ლიდერფუდის“ ირგვლივ მიმდინარე დავა ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს დავით ზეიკიძე მისთვის ჩვეული, 90-იანი წლების მეთოდების გამოყენებით, ჩემი თავდაუზოგავი შრომით შექმნილი კომპანიის წართმევას და ყველაზე ბინძური მეთოდებით სასამართლოზე ზემოქმედებას.

 

 

ორი წლის განმავლობაში დავით ზეიკიძემ ჩემი დისკრედიტაციისა და ღირსების შელახვის მიზნით არაერთი ცრუ ბრალდება გააჟღერა. თუმცა ბოლო შემთხვევა თავისი მასშტაბებით მართლაც უპრეცედენტო იყო, რადგან მან კორუფციაში დაგვადანაშაულა არამარტო მე და ჩემი ადვოკატი პაატა სალია, არამედ მთელი სასამართლო სისტემა.

 

 

პარადოქსია, მაგრამ მას ამ საქმეში მხარი აუბა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ კორუფცია უმძიმესი დანაშაულია და თუ მტკიცებულებები აქვს ბრიფინგები კი არ უნდა გამართოს, არამედ პროკურატურას უნდა მიმართოს და გამოძიების დაწყება მოითხოვოს.

 

 

თუმცა მან ზუსტად იცის, რომ ეს არის დავით ზეიკიძის მიერ სასამართლოზე ზემოქმედების მოსახდენად შეთითხნილი ტყუილი, რომელის გავრცელების გამო ჩემს ადვოკატებთან ერთად სამართლებრივი დავის დაწყებას ვგეგმავ,“ – აცხადებს ირაკლი დუმბაძე.

საქმის დეტალები

 

როგორც ირაკლი დუმბაძე აცხადებს, მისმა სიმამრმა შანტაჟით, მუქარით, ცრუ დაპირებებით კომპანია „ლიდერფუდიგადააფორმებინა.

 

„გახლავართ ლიდერფუდის 100% წილის დამფუძნებელი, ეს არის კომპანია, რომელიც ნულიდან შევქმენი ჩემი 24 საათიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად და ამიერკავკასიაში ნომერ პირველ ხორცპროდუქტების საწარმოდ ვაქციე.

 

თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია მაღალშემოსავლიანი გახდა, ჩემი მეუღლის ძმების წაქეზებით, რომელთაც არასოდეს, არაფერი გაუკეთებიათ კომპანიის განსავითარებლად, ჩემმა სიმამრმა შანტაჟით, მუქარით, ცრუ დაპირებებით გადამაფორმებინეს კომპანია.

 

თავდაპირველად, მე და ჩემი მეუღლე, ოჯახის ღირსების და სიმშვიდის შენარჩუნების გამო, ფაქტის გასაჯაროებისაგან თავს ვიკავებდით და დავთანხმდი წილის დათმობას, თუმცა მან არც თავის დანაპირები შეასრულა და არც ჩემი ოჯახის დევნა შეწყვიტა.

 

დავით ზეიკიძე მემუქრებოდა პროკურატურაზე თავისი გავლენების გამოყენებით, დაჭერით, ლიკვიდაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით.

 

მისი შანტაჟის გამო, საჩივარი უკვე შეტანილი გვაქვს პროკურატურაში. ზემოაღნიშნულის გამო, ქონების დასაბრუნებლად დავიწყე სამართლებრივი დავა.

 

103 წლის ქალმა კორონავირუსზე გამარჯვება ცივი ლუდით აღნიშნა 
2020-06-01103 წლის ქალმა კორონავირუსზე გამარჯვება ცივი ლუდით აღნიშნა 

 

როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა და ახლა უზენაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს დავით ზეიკიძის აბსურდული საჩივრის თაობაზე.

 

თუმცა მან სასამართლოების წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და ამჯერად, უკვე თავისი ბინძური, ცილისმწამებლური მეთოდებით, ცდილობს გავლენა მოახდინოს უზენაეს სასამართლოზე.

 

ისიც კი იკადრა, რომ მისივე ვაჟის რეკომენდაციით დანიშნული ბუღალტრის მიერ კომპანიის ქონების მითვისების ფაქტი, ჩემ სახელს დაუკავშირა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა თანხა მას შემდეგ მიითვისა, რაც მე ლიდერფუდში უკვე აღარ ვმუშაობდი.

 

 

Exclusive: სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, 5 წლის გოგონაზე სექსუალურად მოძალადე მამაკაცი გამართლდა
2020-05-31Exclusive: სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, 5 წლის გოგონაზე სექსუალურად მოძალადე მამაკაცი გამართლდა

 

თუმცა მისგან გასაკვირი არაფერია, რადგან ესაა ადამიანი, რომელიც უშუალოდ სასამართლოს დარბაზშიც არ ერიდება დანაშაულის ჩადენას,“ – აცხადებს ირაკლი დუმბაძე.

 

​მათი ოჯახის ადვოკატის, ავთანდილ თეთრაშვილის თქმით კი, ინგა ზეიკიძისა და ირაკლი დუმბაძის სახლს, დრონითაც ხშირად უთვალთვალებენ.

 

„ხშირად იგრძნობა მანქანის ადევნება. ამასთან დაკავშირებით პრკურატურას მივმართეთ. ამ მიმართულებით გამოძიება დაყწებულია. ეს ერთგვარი მეთოდია, რომ ზეწოლა მოახდინოს და თავის მოთხოვნაზე უარი ათქმევინოს. ეს დავით ზეიკიძის სტილია,“ – აცხადებს ადვოკატი.

 

 

 

⭕Live: პასუხი არჩილ კბილაშვილს – სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობა?!

⭕Live: პასუხი არჩილ კბილაშვილს – სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობა?!

Posted by Prime Time on კვირა, 31 მაისი, 2020

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +