fbpx
14:18 | 2020-06-15 ავტორი: Prime Time

სკანდალური ფარული ჩანაწერი: თემო ვარ სოხუმელი, განაბი

სკანდალური ფარული ჩანაწერი: თემო ვარ სოხუმელი, განაბი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელევს ფარულ ჩანაწერს, სადაც ცნობილი „კანონიერი ქურდის“, თემურ გვალასალიას საუბარია ასახული.

 

გამოძიების ინფორმაციით, გვასალიას დავალებით სენაკელ ბიზნესმენს კრიმინალური „ავტორიტეტი“ 60 000 დოლარს სძალავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების სახელით შვილი მკვლელობით ემუქრებოდა.

 

პოლიციამ სამეგრელოში გამოძალვისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ., „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი – 2001 წელს დაბადებული გ.გ., ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების – "მაგამედისა" და „ხაკიმის" სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის – თემური გვასალიას (მეტსახელად „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით, მოქალაქეს – 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი – 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს. ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც წარედგინა.

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ორშაბათი, 15 ივნისი, 2020

 

ზემოხსენებული „ავტორიტეტი“ ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა.

 

48 წლის „კანონიერ ქურდს“ კრიმინალურ სამყაროში „თემო სოხუმკის“ სახელით იცნობენ.

 

Exclusive: „კანონიერი ქურდი“ სენაკელ ბიზნესმენს 60 000 დოლარს სძალავდა

 

2015 წლის 15 მაისს  გვასალია სოფელ რუხში კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ თემურ გვასალიამ დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას „კანონიერი ქურდობა“ არ უარყო, ის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ მტკიცებულებების არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

სპეცოპერაციის კადრები - „კანონიერი ქურდის“ სახლიდან 400 000 დოლარი და წმინდანების ხატები ამოიღეს
2020-05-28სპეცოპერაციის კადრები - „კანონიერი ქურდის“ სახლიდან 400 000 დოლარი და წმინდანების ხატები ამოიღეს

 

მაშინ გვასალია საქართველოში ყალბი, თემურ სონგულიას სახელზე გაცემული პასპორტით შემოვიდა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.

 

გვასალიას „ქურდული ნათლობა“ 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში მოხდა „კანონიერი ქურდების“ – ვალიკო ჯეჯიას (ვალტერი), გიორგი უგლავას (ტახი) და ირაკლი ყალიჩავას (იკა ხუტუ) მიერ.

 

ამჟამად თემურ გვასალიასთან კავშირში მყოფი პირი ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. სავარაუდოდ, ბრალს დაუსწრებლად წარუდგნენ თავად თემურ გვასალიას.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X