13:37 | 2020-04-15 ავტორი: Prime Time

სკანდალური და უნიკალური ფოტოები მე-19 საუკუნის საქართველოდან – აი, რა აღმოჩნდა ნეგატივებზე

სკანდალური და უნიკალური ფოტოები მე-19 საუკუნის საქართველოდან – აი, რა აღმოჩნდა ნეგატივებზე

ცნობილი მხატვრის ეს ფოტოები 2011 წელს რუსთაველის თეატრში გამოიფინა.  პროექტი – „გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი“ „პრაიმტაიმმა“ განახორციელა.

 

ახლა უკვე „პრაიმტაიმის“ ყველა მკითხველს საშუალება აქვს თავად იხილოს ეს ფოტოები და სულ სხვა კუთხით დაინახოს ცნობილი ხელოვანი.

 

თქვენს წინაშეა მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის უნიკალური ფოტოები, უმეტესწილად ნატურალისტური, შიშველი ქალების, სამარყანდის, ხევსურეთის, ძველი თბილისის და ა.შ.

 

გიგო გაბაშვილს საზოგადოება, როგორც შესანიშნავ მხატვარს და ქართული რეალისტური ფერწერის ფუძემდებელს იცნობს. მან განათლება პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში მიიღო (1886-დან 1897 წლები). იმოგზაურა ევროპისა და აზიის უამრავ ქვეყანაში, მოგვიანებით კი თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გახდა.

 

2006 წელს მისი ცნობილი ნახატი, „ბაზარი სამარყანდში”, კრისტის აუქციონზე 1 136 000 დოლარად გაიყიდა.

 

ფოტოების გადაღება, რომლებმაც ჩვენამდე შუშის ნეგატივების სახით მოაღწია, გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ისინი, „პრაიმტაიმის“ ინიციატვით ერმაკოვის ლაბორატორიაში გამჟღავნდა და დღემდე უცნობი, უნიკალური ფოტოების გამოფენა მოეწყო.

 

მარიტა დამენია, „პრაიმტაიმის“ ამ პროექტის ავტორი:

 

„მკვლევარ გოგი სარაჯიშვილის დახმარებით აღმოვაჩინე მხატვარ გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოების ნეგატივები, რომლის შესახებაც საქართველოში საერთოდ არ იყო ცნობილი.

 

გიგო გაბაშვილს იცნობენ როგორც კარგ მხატვარს, რომლის ნამუშევრები არაერთ საერთაშორისო აუქციონზეა გაყიდული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მისი ფოტოხელოვნება უფრო კარგია, ვიდრე ფერწერა.

 

აქ არის ფოტოები ხევსურეთიდან, თბილისიდან, ეთნოგრაფიული და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეროტიკული ფოტოებიც კი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა გადაღებული.

 

ამ პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ რამდენიმე გამოფენა, მათ შორის, რუსთაველის თეატრში, სადაც გახსნაზე 2000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა და ერთ-ერთი საუკეთესო გამოფენა იყო, რაც კი თბილისში გაკეთებულა“.

 

ნახეთ უნიკალური ფოტო გალერია… ↓↓↓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X