20:23 | 2020-07-08 ავტორი: Prime Time

სკანდალურ ვიდეოში აღმოჩენილი თეთრპერანგიანი კაცი იდენტიფიცირებულია – ის ავთო ბილანიშვილი არ არის

სკანდალურ ვიდეოში აღმოჩენილი თეთრპერანგიანი კაცი იდენტიფიცირებულია – ის ავთო ბილანიშვილი არ არის

ვიდეოს შესახებ გამოძიებამ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლამდეც იცოდა და ისიც იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი პიროვნება. ის ბერა ივანიშვილის მეგობარი „კაწრო“ არ არის.

ამის შესახებ „2020NEWS”-ს 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ, იურისტმა მირიან ნიკოლაძემ ექსკლუზიურად განუცხადა.

 

შაქარაშვილის საქმე: რას წერს ავთო ბილანიშვილის (კაწრო) მეუღლე?
2020-07-08შაქარაშვილის საქმე: რას წერს ავთო ბილანიშვილის (კაწრო) მეუღლე?
  „გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს…

 

რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს., თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს“, – აცხადებს ნიკოლაძე.

 

მისი თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია.

 

„სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ…“ – განმარტა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

 

ცნობისთვის, შსს-ში ამ წუთებში იკითხება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“. „კაწრო“ უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს.

 

ვიდეოში, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოწმე გურამ ამირხანაშვილთან მიდის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსული უცნობი მამაკაცი, რომელთანაც ის, დაახლოებით, 4 წუთი ლაპარაკობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X