14:27 | 2020-02-25 ავტორი: Prime Time

სკანდალი -„ლიდერფუდის“ ბუღალტერმა კომპანიის კუთვნილი 2 მილიონი კაზინოში წააგო

სკანდალი -„ლიდერფუდის“ ბუღალტერმა კომპანიის კუთვნილი 2 მილიონი კაზინოში წააგო

„პრაიმტაიმის“ ინფომრაციით, ხორც-პროდუქტების კომპანია „ლიდერფუდის“ ბუღალტერმა კომპანიის კუთვნილი 2 მილიონი ლარი კაზინოში წააგო. შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა წყაროს ცნობით, ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც კომპანიის მფლობელმა ბუღალტერს გენერალური დირექტორის თანამდებობა შესთავაზა.

 

ამის შემდეგ ბუღალტერმა დანაშაული თავადვე აღიარა და მითვისებული თანხის ნაწილი, 800 ათასი ლარი უკან დააბრუნა, – ამბობს პრაიმტაიმის წყარო.

 

საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. მომხდარზე გამოძიება 182 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის, ან ქონების მარლთსაწინააღმდეგო მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 19 თებერვალს გაიმართა. ბრალდებულს 9 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მისესაჯა.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ „ლიდერ ფუდს“ დაუკავშირდა. კომპანიის ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები