13:20 | 2020-03-27 ავტორი: ლიზი მეტრეველი

სჯობს ადრე, ვიდრე გვიან – ბესელია ხელისუფლებას ურჩევს უფრო მკაცრი ზომები მიიღოს

სჯობს ადრე, ვიდრე გვიან – ბესელია ხელისუფლებას ურჩევს უფრო მკაცრი ზომები მიიღოს
მოუწევს ხელისუფლებას მიიღოს უფრო მკაცრი ზომები ამ საგანგებო მდგომარეობის დროს და აკრძალოს კონკრეტული გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ გამოსვლა,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“მშვიდობიანი დღე ყველას! ჯამრთელობას გისურვებთ, ყველაზე მეტად ეს გესურვილება მოყვასისთვის და სიმშვიდე , რომლითაც უნდა შეხვდე ყველა განსაცდელს. მჯერა ამ განსაცდელს გავივლით, მაგრამ იმისთვის რომ ეს გზა იყოს ნაკლებმტკივნეული და ნაკლებად ზიანის მომტანი სიფრთხილე გვმართებს და წესების დაცვა.
სამწუხაროდ, ვხედავთ რეკომენდაციების დაუცველობის მაგალითებს, რაც ზრდის საფრთხეს საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც.
როგორი დისკომფორტის მომტანიც არ უნდა იყოს მოუწევს ხელისუფლებას მიიღოს უფრო მკაცრი ზომები ამ საგანგებო მდგომარეობის დროს და აკრძალოს კონკრეტული გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ გამოსვლა.
დღეს ეს რეკომენდაციია, მაგრამ უნდა იყოს პირდაპირი აკრძალვა და არა რჩევა რადგან ასეთ დროს მეტი კონტროლის საჭიროებაც ჩდება და საფრთხეც მინიმალიზდება. როგორც ვთქვი მაინც მოუწევთ ამის გაკეთება და სჯობს ადრე ვიდრე გვიან!
სჯობს ახლავე ვიდრე შიდა გავრცელება მეტ მაშტაბს მიიღებს. ჩვენთან ხომ დასაწყისი ფაზაა და უკვე გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც დააგვიანეს ამ ზომების მიღება.
ვფიქრობ, ეს აუცილებელია ჩვენივე მოსახლეობის დასაცავად , ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. დარჩით სახლში და გაუფრთხილდით საკუთარ თავს და სხვებსაც!” – აღნიშნა ბესელიამ.

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X