17:26 | 2020-05-04 ავტორი: თამარ გონგაძე

“სიცხე მქონდა, ექიმმა რამდენიმეკვირიანი დიეტა დამინიშნა” – როგორ გაატარა ქრისტი ყიფშიძემ კარანტინი

“სიცხე მქონდა, ექიმმა რამდენიმეკვირიანი დიეტა დამინიშნა” – როგორ გაატარა ქრისტი ყიფშიძემ კარანტინი

დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა თავისი წარმოების ნიღბები პირველად, საჩუქრად, თავის მუზასა და ფავორიტს, ქრისტი ყიფშიძეს გაუგზავნა. სასაჩუქრე ხაზს სარეალიზაციოც მიამატა, ზაფხულის ფერებში…

 

ქრისტიმ ნიღბებით სპონტანური ფოტოსესია საკუთარ ეზოში მოაწყო.

 

მეგობრის გაგზავნილი ნიღბები ძალიან მოსწონს. 43 წლის მოდელს არც კარანტინში ყოფნა თრგუნავს.

 

ქრისტი ყიფშიძე: – რუტინიული სამსახური არ მქონია და დიდ დროს აქამდეც სახლში ვატარებდი.

 

კარანტინამდე გავცივდი და სიცხე მქონდა. არ შემშინებია, კორონავირუსი არანაირი წესით არ უნდა მქონოდა. სახლში კარანტინამდე ჩავიკეტე.

 

თან ექიმმა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით რამდენიმეკვირიანი დიეტა დამინიშნა და სახლში ყოფნით იოლად დავიცავი.

 

კერძო სახლში ვცხოვრობ და ეზოში გავდივარ. ცოტა ხნის წინ ჩემს ეზოში ფოტოგრაფმა, გიორგი ცაავამ თავისი ფოტო-პროექტისთვის გადამიღო.

 

 

სწორედ ამ დროს, დათუნას ტრენდულ ნიღბებში (რომელიც პირველად მე გამომიგზავნა და გამახარა) გადავიღე ექსპრომტი ფოტოსესია.

 

შავი ნაჭერი ჩამოვაფარეთ და ეზოში სტუდია მოვაწყეთ. ბევრი მოწესრიგება არ დამჭირვებია, ფოტოებზე ნატურალურად გამოვიყურები.

 

ქრისტის და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, ნატალია უკვე 18 წლისაა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ბავშვობის საოცნებო პროფესია – სამსახიობო ფაკულტეტი დაუიგნორებია და ჯიპაში გრაფიკული მედიისა და კომუნიკაციის პირველ კურსს ხურავს.

 

 

“ბოლო მომენტში გადაიფიქრა, თუმცა შეიძლება რომ მსახიობობაში ბედი ისევ სცადოს. ჭკვიანურად მოიქცა, რომ ამ ფაკულტეტზე ჩააბარა. ფილმში ნებისმიერ დროს შეუძლია ითამაშოს.

 

სხვანაირი სიჯიუტე აქვს, თავის ძალებში დარწმუნებულია. მე დამჯერი ვიყავი, ნატალია მეამბოხეა. ხან ის უნდოდა, ხან ეს. ვეღარ ვეწეოდი… მიზანდასახული გოგოა.

 

ამ კარანტინის დროს, მე და ნატალია ერთხელ ვიყავით გასული, მაღაზიას რომ გავცდით, ისე. გადაცემის ჩაწერაზე გახლდით, ყველა წესის დაცვით, სიცხის გაზომვით, სადეზინფექციო ხსნარების დასხმითა და დათუნას პირბადეებით… დანარჩენ დროს სახლში ვატარებთ” – “პრაიმტაიმს” უყვება ქრისტი.

 

ფოტო: გიორგი ცაავა

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +