17:44 | 2021-05-04 ავტორი: მარი ჯაფარიძე

სიცილის, ცეკვისა და სხვა უცნაური ეპიდემიები, რასაც ადამიანთა გარადაცვალება მოჰყვა

სიცილის, ცეკვისა და სხვა უცნაური ეპიდემიები, რასაც ადამიანთა გარადაცვალება მოჰყვა

კოლექტიური ჰალუცინაციები ხშირად არარსებული საფრთხეა, რომლისაც რამდენიმე ადამიანს სჯერა ერთდროულად. ზოგჯერ ასეთი ათობით ადამიანია, ზოგჯერ – ასობით.

 

კნავილის ეპიდემია

 

 

მე -14 საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთ შორეულ მონასტერში, ერთ-ერთმა მონაზონმა მოულოდნელად დაიწყო კნავილი… ცოტა ხანში მას ყველა სხვა მონაზონი შეუერთდა და ერთად კნაოდნენ, შუადღის შემდეგ კი რამდენიმე საათიც გამოყვეს ამ საქმიანობისთვის. ვინაიდან კატები სატანის ცხოველებად ითვლებოდნენ, ჯარისკაცები მონაზვნებს დაემუქრნენ, თუ არ გაჩერდებოდნენ, ცოცხლად დამარხავდნენ. ამის შემდეგ კნავილი თანდათანობით შეწყდა.

 

1518 წლის ცეკვის ეპიდემია

 

 

სტრასბურგში ოთხასი ადამიანი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ცეკვავდა ქალაქის ქუჩებში, შესვენების გარეშე მანამ, სანამ დაღლილები არ დაეცემოდნენ. მოცეკვავეების უმეტესობა გულის შეტევით კვდებოდა.

 

პირველი ქალი, ვინც ქუჩაში იცეკვა, იყო ტროფეა. მან დაახლოებით ხუთი დღე იცეკვა და ამ ხნის განმავლობაში 30 ადამიანი შეუერთდა, მოცეკვავეების რიცხვი ერთ თვეში უკვე – 400 გახდა. მათი უმეტესობა ქალი იყო. ბევრი მოცეკვავე გარდაიცვალა.

 

ადგილობრივი ექიმები ამაოდ ცდილობდნენ, ეპოვათ ცეკვის ეპიდემიის მიზეზები და პირდაპირ თქვეს, რომ დაავადება გამოწვეულია „ცხელი სისხლით“. მკურნალობის მეთოდი კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ მათ ცეკვის საშუალება მისცეს! ქალაქში გაიხსნა ორი საცეკვაო დარბაზი, მიიწვიეს მუსიკოსები, მაგრამ ვითარება აშკარად არ გამოსწორებულა. შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პირიქით ემოქმედა და მთლიანად აკრძალა ქალაქში ნებისმიერი გართობა, მათ შორის – აზარტული თამაშები და პროსტიტუცია. რამდენიმე კვირის შემდეგ საცეკვაო ბუმი ჩაცხრა, მას შემდეგ, როცა მოცეკვავეებს საღი გონება დაუბრუნდათ.

 

ერთ-ერთი თანამედროვე თეორიის თანახმად, ასეთი ისტერიის მიზეზი იყო სპორინის პროდუქტებით მოწამვლა. ეს გახლავთ ერთგვარი სოკო, რომელიც ზოგიერთ მარცვლეულს აზიანებს. სპორინი შეიცავს ალკალოიდებს, რომლებიც ქიმიურად ჰგავს LSD-ს.

 

ტანგანიკის სიცილის ეპიდემია

 

 

1962 წლის იანვრის ბოლოს, ტაგანიკის რესპუბლიკიდან (დღევანდელი ტანზანია) სამმა მოსწავლემ დაიწყო სიცილი და ვერ გაჩერდა. მალე სიცილი გადამდები დაავადებასავით, კიდევ უფრო გავრცელდა და სკოლაში 159 მოსწავლიდან 95 გოგონა მოიცვა. ზოგიერთი გოგონა რამდენიმე საათს იცინოდა, ზოგიერთი – 16 დღის განმავლობაში. როგორც კი ზოგიერთი სიცილს შეწყვეტდა, სხვები იწყებდნენ.

 

მარტში სკოლა რამდენიმე დღის განმავლობაში დახურეს, რადგან ასეთ პირობებში სწავლა შეუძლებელი იყო. ეპიდემია მეზობელ სოფელში გავრცელდა და  217 ადამიანს მოედო. ეპიდემია მხოლოდ 18 თვის შემდეგ ჩაცხრა, რის გამოც 14 სკოლა დაიხურა. სკოლის მოსწავლეების ცუდი საცხოვრებელი პირობები და სისტემის უძლურება სიცილის ეპიდემიის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.

 

 

ივნისის ხოჭო

 

 

 

ეს ინციდენტი მასობრივი ისტერიკის ერთ-ერთ ყველაზე მეტყველ მაგალითად მიიჩნევა: 1962 წელს, იდუმალი ეპიდემია გავრცელდა აშშ-ის ტექსტილის ერთ-ერთ ფაბრიკაში. სიმპტომები მდგომარეობდა შემდეგში: კიდურების დაბუჟება, გულისრევა, თავბრუსხვევა და პირღებინება. მთელ ქარხანაში გავრცელდა ჭორები, რომ ყველაფრის მიზეზი იდუმალი მწერია, რომლის ნაკბენი დაავადების პროვოცირებას ახდენდა. ზოგიერთი თანამშრომელი საავადმყოფოში მოათავსეს.

 

ჯანდაცვის სისტემის ექიმებმა შეისწავლეს პაციენტები და დაასკვნეს, რომ ეპიდემია მასობრივი ისტერიკის გამო იყო. ალბათ იდუმალი ხოჭო ნამდვილად „მოქმედებდა“ ქარხანაში და დაავადების ზოგიერთი შემთხვევა აიხსნა მისი ნაკბენებით, მაგრამ დანარჩენებმა, უბრალოდ მოიგონეს სიმპტომები და თავადვე ირწმუნეს. ამასთან, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ხოჭო იპოვეს.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X