fbpx
12:31 | 2020-12-24 ავტორი: Prime Time

„სითი მოლის“ ადმინისტრაცია მომხმარებლებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმრონ

„სითი მოლის“ ადმინისტრაცია მომხმარებლებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმრონ

„სითი მოლის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს მომხმარებლებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმრონ.

 

იხილეთ ვიდეო ⇓ რა ხდება ამ დროისთვის თბილისის სავაჭრო ცენტრებთან

 

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს „სითი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ელოშვილმა განუცხადა.

„ჩვენი გუნდით სრულად მობილიზებულები ვართ, რათა ყველანაირად გავაკონტროლოთ და დავიცვათ მთავრობის დადგენილი ყველა რეგულაცია. მინდა ვთხოვო ჩვენს მომხმარებელს, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ მოლებში მისვლისგან“, – აცხადებს სოფო ელოშვილი.

ავტორი: Prime Time


X