14:12 | 2020-03-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

სინგაპურში შეიმუშავეს ტესტი, რომელიც კორონავირუსს 5 წუთში ავლენს

სინგაპურში შეიმუშავეს ტესტი, რომელიც კორონავირუსს 5 წუთში ავლენს

სინგაპურის ტექნოლოგიებისა და კვლევების ლაბორატორია NanoBio-მ შეიმუშავა ექსპრეს-ტესტი, რომელიც 5 წუთში დაადგენს არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული კოვიდ-19-ით.

 

როგორც სინგაპურის გაზეთმა The Straits Times-ი წერს, მას შემდეგ, რაც ტესტს დაამტკიცებენ, ეს მსოფლიოში კორონავირუსის დასადგენი ყველაზე სწრაფი ტესტი იქნება. ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ პასუხს ერთ თვეში ელოდებიან, რის შემდეგაც მას საავადმყოფოებში გამოიყენებენ.

 

ტესტირების დროს იღებენ ადამიანის ნაცხს. შემდეგ შეგროვებული მასალა პორტატულ მოწყობილობაში გადააქვთ. კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯეკი ინი ამბობს, რომ ტესტი უკვე გამოიყენეს სინგაპურის ერთ კლინიკაში, რის დროსაც რეალური პაციენტების მასალები გამოიყენეს. ჯეკი ინი ტესტს აღწერს, როგორც „ძალიან ზუსტს და მართებულს“.

 

სინგაპურში დამზადებული ტესტის უპირატესობა იქნება ის, რომ მისი გამოყენება პირდაპირ საავადმყოფოებში იქნება შესაძლებელი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს საუკეთესოდ ებრძვის ეს სინგაპურია. ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე:

 

WHO-მ დაასახელა ქვეყნები, რომლებიც COVID-19-ს ყველაზე უკეთ ებრძვიან
2020-03-14WHO-მ დაასახელა ქვეყნები, რომლებიც COVID-19-ს ყველაზე უკეთ ებრძვიან
ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X