fbpx
00:34 | 2021-01-22 ავტორი: Prime Time

სინამდვილეში Covid-19 სულ სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი – კრიოელექტრონული ტომოგრაფიის დახმარებით, კორონავირუსის 3D მოდელი შექმნეს (ვიდეო)

სინამდვილეში Covid-19 სულ სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი – კრიოელექტრონული ტომოგრაფიის დახმარებით, კორონავირუსის 3D მოდელი შექმნეს (ვიდეო)

ავსტრიულმა კომპანია Nanographics-მა კორონავირუსის რეალური 3D მოდელი შექმნა. პროექტის სარეალიზაციოდ, ავტორების თქმით, ნამდვილი ვირუსი, კრიოელექტრონული ტომოგრაფია და 3D სკანერი გამოიყენეს.

 

აღმოჩნდა, რომ ვირუსი მთლად არ ჰგავს ქსელში გავრცელებულ მის ვიზუალიზაციას. მისი ცილოვანი წანაზარდები, ზედაპირზე ქაოტურად არის განლაგებული. მეტი თვალსაჩინოებისთვის, რათა უფრო მკაფიოდ გამოჩენილიყო ვირუსის აგებულება, პროექტის ავტორებმა მისი ნაწილები შეაფერადეს. როგორ გამოიყურება სინამდვილეში კაცობრიობის მთავარი მტერი, რომელმაც ნახევარი მსოფლიოს პარალიზება მოახდინა? – ამის ნახვა კომპანიის საიტზეა შესაძლებელი, სადაც მის უკეთ დასათვალიერებლად ვირუსის „ამოძრავებასაც“ ახერხებთ

 

მანამდე მსგავსი მოდელი წარმოადგინეს სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა საუდის არაბეთიდან.

 

ავტორი: Prime Time
X